მიხეილ სააკაშვილი – „სახელმწიფოს შემქმნელს მოქალაქეობა ჩამოართვა, ეს ღორობაა“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლობაა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ „„112 უკრაინას“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უკრაინის კანონების შესაბამისად, ჩინოვნიკს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ პოლიტიკური აქტია.

„ეს უბრალოდ უსამართლობაა. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ყველაზე ეფექტური სახელმწიფო შევქმენი. სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს შემქმნელს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ღორობაა. არსებობს პროცედურები, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ როგორც პოლიტიკური აქტს. მათ ძალიან ეშინიათ ჩემი, რადგან ხალხმა გაიღვიძა საქართველოში და ახლა მოსახლეობა მთლიანად სწორ მიმართულებას ადგას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

Comments
Loading...