მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

რადას თავმჯდომარემ ეკონომიკურ საკითხებში, ანდრეი ივანჩუკმა, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა, რადგანსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მას ქურდი უწოდა, – აღნიშნულის შესახებ ივანჩუკმა უკრაინულ ტელეარხ “24”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხედვით, უკრაინის სახელმწიფომ, მმართველობიდან უნდა მოაშოროს ოლიგარქები, როლებიც უკრაინას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ.

“ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა, აქციონერული კომპანიასავით, რომელსაც ისინი მართავენ და შემდეგ დირექტორთა საბჭოს ნიშნავენ. დირექტორთა საბჭო – არ არიან მინისტრები, ეს ის ხალხია, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ჩვენს სახელმწიფოს და რომლებიც უნდა მოვაშოროთ მმართველობიდან”, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილმაც უკრაინულ ტელეარხ “24”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, მზადაა თუ არა სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგომისათვის, სააკაშვილმა უპასუხა, რომ “სასამართლოებში სიარულის დრო არაა, რადგან ახლა უკრაინის შეცვლაა საჭირო”.

“ჩვენ უნდა მოვაშოროთ ისინი უკრაინის მმართველობას, მათ არ უნდა მიაჩნდეთ, რომ უკრაინა მათი საკუთრებაა. საკმარისია ის მილიარდები, რაც მათ ჭამეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ მილიარდების ნაწილს მაინც დავიბრუნებთ… ხოლო მანამდე, მათ უნდა დატოვონ ქვეყნის მმართველობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...