“მიხეილ სააკაშვილს კი ჩაქოლავენ…”

სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებზე გაცილებით სკანდალური და საზარელი კადრების გასაჯაროებას აანონსებს. როგორც წითელაშვილი გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებენ გოგონას მამის თვალწინ, როგორ აუპატიურებენ და აწამებენ მის ცოლს, ეს ყველაფერი კი ამ ბიზნესმენის მკვლელობით მთავრდება.
“მაქვს ინფორმაცია, რომ უფრო სერიოზულ კადრებს გაავრცელებენ, ვიდრე აქმადე იყო და ეს საშინელი კადრები უკრაინის მოსახლეობას ჭკუიდან შეშლის, მიხეილ სააკაშვილს კი ჩაქოლავენ. როგორც ვიცი, იმ კადრებში არის ისეთი საშინელება აღწერილი, რაც შეუძლებელია, ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს. ამ კადრებში ჩანს, როგორ აუპატიურებენ გოგონას მამის თვალწინ, როგორ აუპატიურებენ და აწამებენ და აუპატიურებენ მის ცოლს, ეს ყველაფერი კი ამ ბიზნესმენის მკვლელობით მთავრდება, რაც კადრზეა აღბეჭდილი. ეს არის იმდენად საშინელება, რომ ეს ვიდეოფირი სააკაშვილს გადაიყოლებს“,-აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.

Comments
Loading...