მიხელ სააკაშვილის მოქალაქეობაზე პრეზიდენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, შეუწყდება თუ არა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც პრეზიდენტის საპალამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული დასკვნა დღეს შევიდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„იუსტიციის სამინისტრომ დასკვნა, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის თაობაზე დღეს წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტს. ამგვარი დასკვნები ყოველთვიურად არაერთი შემოდის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტი დადგენილ ვადებში უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა კვრენჩხილაძემ.

რაც შეეხება აღნიშნული პროცესის ვადებს, როგორც კვერენჩხილაძე აცხადებს, მსგავსი საკითხების განხილვისთვის ვადა არის 3 თვიანი, თუმცა პრეზიდენტი, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

“მოქალაქეობის საკითხების განხილვისთვის წარმოების ვადა არის 3 თვიანი, თუმცა აქ შედის ასევე იუსტიციის სამინისტროში დაწყებული წარმოება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანხმად, უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.