მიკროავტობუსებში მხოლოდ გოგა ხაინდრავას რადიოს მოსმენა იქნება შესაძლებელი

სამარშუტო ტაქსების მგზავრების ინფორმირებასა და გართობაზე მგზავრობის პერიოდში მხოლოდ ერთი რადიოსადგური იზრუნებს. ახლადშექმნილი რადიო ჯერ არ მაუწყებლობს, თუმცა თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმებულია.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ მძღოლებს, თუმცა ამბობენ, რომ თვეების წინ იდეის შესახებ თავად რადიოს დამფუძნებლისგან შეიტყვეს.

ახალი რადიოკომპანია რეჟისორ გოგა ხაინდრავას ეკუთვნის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მიიღო ლიცენზია.

რადიოს დამფუძნებელმა რუსთავი2-თან გეგმების შესახებ განმარტებაზე დღეს უარი თქვა.

სალიცენზიო დოკუმენტაციის თანახმად კი, ახალი რადიო სადგური კონკრეტულად სამგზავრო ფორმატზე იქნება გათვლილი. გასართობი პროგრამების გარდა გავა სოციალური და პოლიტიკური გადაცემებიც.

http://rustavi2.com/

Comments
Loading...