მიკროავტობუსებში მხოლოდ გოგა ხაინდრავას კუთვნილი რადიო იმაუწყებლებს

სავარაუდოდ მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიოსადგური იმაუწყებლებს. გოგა ხაინდრავას კუთვნილი რადიო “თანამგზავრი”-ს შესახებ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო საუბარი, თუმცა ამ დრომდე არ არსებობდა ინფორმაცია, განხორციელდებოდა თუ არა აღნიშნული პროექტი.

როგორც ცნობილი გახდა, მიკროავტობუსების მძღოლებს უახლოეს მომავალში, მხოლოდ რადიო “თანამგზავრი”-ს ჩართვა მოუწევთ, ვინაიდან, ხაინდრავას ინფორმაციით, ეს არის საკონტრაქტო სისტემა და ყველა მძღოლმა მის რადიოსთან გააფორმა ხელშეკრულება,რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ხსენებული რადიოს მოსმენა მოუწევს მიკროავტობუსის მგზავრს და მძღოლს ალტერნატივის შეთავაზების საშუალება არ მიეცემა.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მან კარგად და ზუსტად იცის, თუ რის მოსმენა სურს მსმენელს და დღევანდელი რადიოსადგურების უმეტესობა მათ მდარე ხარისხის მუსიკას აწვდის.

Leave A Reply

Your email address will not be published.