“მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაც–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ბატონო”

,,კურიერის” კორესპონდენტი დავით ქაშიაშვილი, გია გაჩეჩილაძის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“გამარჯობა მე დუშელი ვარ
დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის “ბაზრობაზე” უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა.
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი.
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს – – – ვერ მივაგნებდი.
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი “პროვინციალიზმიდან”. მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.”–წერს ქაშიაშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ გადაცემა „2030″-ში ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენები განიხილა. მისი თქმით, აუცილებელია გამოაშაკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული.

ამავე გადაცემაში გაჩეჩილაძემ ჟურნალისტიც გააკრიტიკა.

„ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს… ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!… მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავენ ქვეყანას. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
წყარო: ფეისბუქი

Comments
Loading...