მილიონერი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

4 ბინა, 3 საცხოვრებელი სახლი, 8 მიწის ნაკვეთი საქართველოში და საზღვარგარეთ, 3 არასაცხოვრებელი ფართი, 6 ფერწერული ტილო და რამდენიმე მილიონი საბანკო ანგარიშებზე, ასე გამოიყურება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახი კალაძეს ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც მან 2016 წლის 18 იანვარს შეავსო.

უძრავი ქონება

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის – სამტრედიაში, რესპუბლიკის 207, ფართობი – 410.00 კვ.მ, დაბა წყნეთში, გურამიშვილის 8, ფართობი – 329.62 კვ.მ და დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10, ფართობი – 188.45 კვ.მ.

ასევე, მინისტრი ფლობს 4 ბინას -თბილისში, ჭავჭავაძის 23, ფართობი – 364.00 კვ.მ; თბილისი, ბურძგლას 76/80, ფართობი – 396.00 კვ.მ; უკრაინა, კიევი, გამარჯვების გამზირი 39, ფართობი – 220.00 კვ.მ; უკრაინა, კიევი, შევჩენკოს გამზირი 11, ფართობი – 250.00 კვ.მ.

რამდენიმე მიწის ნაკვეთს – საქართველო, სამტრედია, რესპუბლიკის 207, ფართობი – 2400.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, ფართობი – 3030.00 კვ.მ; დაბა წყნეთშ, გურამიშვილის 8-ში, ფართობი – 1060.00 კვ.მ; დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10-ში, ფართობი – 1058.00 კვ.მ; დაბა წყნეთში, ვახტანგ გორგასლის 7-ში, ფართობი – 1139.00 კვ.მ; თბილისში, ნუცუბიძის 131-ში, ფართობი – 271.00 კვ.მ; უკრაინაში, კიევში, კონჩაზასპა, ფართობი – 3000.00 კვ.მ და დაბა ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ, რომლის ფართობიც 2000.00 კვ.მ-ია.

ასევე, კალაძე ფლობს თბილისში, ნუცუბიძის 131-ში 359.50 კვ.მ; სამტრედიაში, რუსთაველის 23-ში, 93.90 კვ.მ-ისა და სამტრედიაში, რუსთაველის 23-ში მდებარე 76.20 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართებს.

კალაძის მსაკუთრებაშია ასევე თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, რომლის ფართობი 56.00 კვ.მ-ია.

მოძრავი ქონება

ენერგეტიკის მინისტრი 4 მსუბუქ ავტომანქანას ფლობს – BENTLEY CONTINENTAL, MERCEDES G63, FERRARI GTO, კახა MERCEDES BENZ S63 COUPE, ასევე, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER.

ფერწერული ტილოები

კალაძის მფლობელობაშია 6 ფერწერული ტილო, აქედან 3 ელენე ახვლედიანის, ხოლო 3 ლადო გუდიაშვილისაა. ფერწერული ტილოების ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა მათი ფასი 10 ათას ლარზე მეტია.

საბანკო ანგარიშები

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, მის საკუთრებაში პროგრეს ბანკი მიმდინარე ანგარიშზე 29.23 ლარი და მიმდინარე 977. 67 დოლარი და 4001.04 ევრო იყო.

ბანკ “ინტეზა სან პაოლოს” მიმდინარე ანგარიშზე კალაძეს 900 000.00 ევრო და 3800000.00 დოლარი ჰქონდა;

საქართველოს ბანკი საკრედიტო ბარათზე 306.00 ევრო ერიცხებოდა.;

ბანკ “ფინანსური ინიციატივას” მიმდინარე ანგარიშზე 20000.00 დოლარი და ბანკი 5000.00 ევრო; jiulius baer-ის მიმდინარე ანარიშზე 4 000 000.00 ევრო; ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიშზე 1189.95 დოლარი, ხოლო საბარათე ანგარიშებზე 2170.83 დოლარი და 151.32 ევრო ჰქონდა.

რაც შეეხება კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის ფინანსურ მდგომარეობას, პროგრეს ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1149.92 ლარი; 0.44 დოლარი, 391.67 ევრო, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 403.71 დოლარი (დებეტი(-) ერიცხებოდა.

გარდა ამისა, ანა არეშიძეს ნაღდი ფულის სახით 23 000.00, ხოლო კახა კალაძეს 40 000.00 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ერთი წლის შემოსავლებს, რომელიც მან 205 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე მიიღო, დეკლარაციის მიხედვით, 75000.00 ლარი, 430000.00 დოლარი და 215000.00 ევროა.

აქედან, კალაძეს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მინისტრის პოსტიდან 75000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; 430000.00 დოლარი მან ООО “ЮКА”-ს (მისამართი: უკრაინა, г. Киев, проспект 40-летия Октября, 89) პარტნიორობისთვის, ხოლო 215000.00 ევრო შპს ,,ნესტ გრუპ”-ის (მისამართი: უკრაინა, კიევი, ვიბორზკაია 99) პარტნიორობისთვის მიიღო.

გარდა ამისა, კალაძე კიდევ ორი შპს-ს პარტნიორია – 2007 წლიდან kala capital limited-ის, ხოლო 1998 წლიდან შპს “კოლხეთის”, საიდანაც წინა წელს შემოსავლები არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალი არც კალაძის მეუღლეს ანა არეშიძეს მიუღია თავისივე შპს “ანოუკი”-დან, რომლის პარტნიორიც 2013 წლიდანაა.

სასესხო ხელშეკრულებები

დეკლარაციის მიხედვით, კახი კალაძეს 9 სასესხო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. კერძოდ კი, მინისტრს საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს გასესხებული, საიდანაც შემოსავლის სახით გასულ წელს არაფერი მიუღია.

კერძოდ, “კალა კაპიტალზე”, “კალა დეველოპმენტსა” და “კოლხეთზე” კალაძეს საერთო ჯამში, 1 314 727 ლარი და 2 516 297 დოლარი აქვს გაცემული ვალდებულების შესრულებამდე.

რაც შეეხება კალაძის მიერ აღებულ სესხებს, დეკლარაციის მიხედვით, ენერგეტიკის მინისტრს საერთო ჯამში 2 720 600 დოლარი და 195 000 ევრო ვალი აქვს, რომლის პროცენტების დასაფარადაც კალაძემ გასულ წელს 309 437.22 დოლარი და 444165 ევრო აქვს გადახდილი.

რაც შეეხება ანა არეშიძეს, მის სახელზე მხოლოდ ერთი სასესხო ხელშეკრულება – 2014 წელს აღებული 410 000 დოლარია, რომლის პროცენტის დასაფარადაც მან გასულ წელს 61200 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება სხვა ხელშეკრულებებს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კახა კალაძემ უძრავი ნივთის ნაწილის გაქირავებიდან 12405 ლარი მიიღო; მსუბუქი ავტომობილის ROLLS ROYCE PHANTOM-ი კი 230 000.00 ევროდ გაყიდა.

ქველმოქმედება

2015 წელს კალაძემ ქველმოქმედებისთვის, 74 676 ლარი გასცა, რაც წინა წელთან შედარებით, 6 792 ლარით მეტია.

გარდა ამისა, კალაძემ დოკუმენტური ფილმი “შინდისის გმირები” 4 000 ლარით დააფინანსა

Comments
Loading...