მინაშვილი – ანა დოლიძე იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ…

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ანა დოლიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, ანა დოლიძე არის ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებს იცავდა.

მისი თქმით, დოლიძესთან დაკავშირებით, ჩიორა თაქთაქიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოკვეთა.

„ანა დოლიძე იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებს იცავდა. ანუ, საქართველოს ომის დაწყებას აბრალებდა. ეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ასეთი ტიპის ადამიანებს ახალისებს და მწვანე შუქს იმ ადამიანებს უნთებს, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის“, – დასძინა მინაშვილმა.

ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.

Comments
Loading...