“მინდა პარლამენტში აკრედიტებულ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს მადლობა გადავუხადო და მოვეფერო”
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მედიის წარმომადგენლებს მადლობას უხდის.
“საქართველოს პარლამენტში თითქმის ყველა მედიასაშუალებაა წარმოდგენილი. ჟურნალისტები დილიდან გვიან ღამემდე შრომობენ. იმისათვის, რომ საზოგადოებას ჩვენი ხმა მიწვდეს.
ვაკვირდები ამ თაობას. ვაფასებ მათ შრომას. მახსენდება ჩვენი თაობის ჟურნალისტების ენერგიული, თავდაუზოგავი საქმიანობა… უფრო სწორად, სიყვარული ჩვენი პროფესიისადმი, რაც ძალას გვაძლევდა,- ხორცი შეგვესხა წარმოუდგენელი ტელეექსპერიმენტებისთვის.
მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა და არც ციფრული ტექნიკა. მინდა პარლამენტში აკრედიტებულ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს მადლობა გადავუხადო და მოვეფერო, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ხვალ მათ მძიმე დღე აქვთ. ხვალ სოფო ბობოხიძის გასვენებაა. ვუსამძიმრებ სოფოს ოჯახს და მის კოლეგებს.“- აცხადებს ირმა ინაშვილი.
წყარო : marshalpress.ge