მინესოტაში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა

აშშ-ის შტატ მინესოტაში, ქალაქ სენტ-კლაუდში დანით შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მყოფ პირებს დაესხა თავს. Star Tribune-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა.

პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდასხმამდე მამაკაცმა ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით დაჭრა, ჰკითხა, იყვნენ თუ არა ისინი მუსლიმები.

პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედი კერძო დაცვის სამსახურის ფორმაში იყო გამოწყობილი. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მინიჭებია

Comments
Loading...