მინისტრი ღორების პასპორტიზაციის თემის მახინჯი ფორმით ტირაჟირებით უკმაყოფილოა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღორების აღრიცხვის თემაზე სიტყვა “პასპორტს” თემის მახინჯი ფორმით ტირაჟირება უწოდა.
“ვინც ასეთი მახინჯი ფორმით მოახდინა ამ თემის ტირაჟირება, ეს არის აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, სიტყვა “პასპორტი” დოკუმენტში მაჩვენეთ სადმე და მაშინ სხვანაირად გიპასუხებთ”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავითაშვილის განცხადებით, აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი ვრცელდება ყველა ცხოველზე და უკავშირდება მათი ჯანმრთელობის კონტროლს.
„აღრიცხვა-იდენტიფიკაციის წესი, ყველა სხვა ცხოველს უკავშირდება, რომ ჩვენი სურსათის უვნებლობა იყოს შესაბამისობაში ევროპის მოთხოვნებთან და ჩვენც ისეთივე დონის სურსათის უვნებლობის სტანდარტები გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც ევროკავშირს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობამ ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, 2018 წლიდან ფერმერმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია პირუტყვის გადაადგილების, დაკარგვის, დაკვლის შესახებ. გარდა ამისა, უნდა წარადგინოს საბუთები და გაუკეთოს ე.წ. საყურე, რომელზეც დატანილი იქნება ქვეყნის ინიციალი – “GE”