მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სოსო ოხანაშვილი არ გამოჩენილა

საპატრიარქოს პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

მამა მიქაელ ბოტკოველმა ასევე დაადასტურა, რომ დღეს, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

„რაც პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება.

Comments
Loading...