მიშა ჩვენი ლიდერია, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ემსახურება და არა ჩვენი ბელადი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე პარტიაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ არჩევანში ყველა თავისუფალია.
„პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები!
რადგან ვხედავთ, რომ ამ ეტაპზე გამიჯნულების ინტერესები არ ემთხვევა ჩვენს ინტერესებს და ემთხვევა მტრის ინტერესებს…. ყველა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადავჯგუფდით …..
ზოგი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ზოგიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და აქ საჩხუბარიც არაფერია, რადგან საკუთარ არჩევანში ყველა თავისუფალია …….
მიხეილ საკააშვილი ამ ეტაპზე ემსახურება უკრაინას, რადგან ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის!
მიშა ჩვენი ლიდერია, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ემსახურება და არა ჩვენი ბელადი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით !
უკრაინისა და საქართველოს გამარჯვებას გაუმარჯოს!
უკრაინა ერთმორწმუნეა !
დიდება გმირებს!“ – წერს გოცირიძე.