მიშა გომიაშვილი – „პატრიარქის გადაყენება მოინდომეს… ამას არავინ გაპატიებთ“

პატრიარქისა და პატიმრების შეწყალების თემით “აღშფოთებულთა” რეაქციებმა მსახიობი მიშა გომიაშვილი საკმაოოდ გააბრაზა. ხელოვანი, სენსიტიური საკითხის უკან “მოსარგებლეებსაც“ ხედავს. მსახიობი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრებს აფრთხილებს, რომ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეს და უმჯობესია მეტი დიპლომატია გამოიჩინონ, რადგან ეს არც გაზზე გადასახადის მომატებაა და არც მარჯვენა საჭის აკრძალვა… არამედ ისინი ამით სიწმინდეს შეეხნენ.„უკვე ზღვარს გადავიდნენ… ახლა უკვე პატრიარქის გადაყენება მოინდომეს…

მათაც კარგად იციან, რომ პატრიარქის ნათქვამი, რამაც ისინი „აღაშფოთა“, იყო აბსოლუტურად ბუნებრივი, გულიდან ამოძახილი ერის სულიერი მამისა იმ ემოციურ ფონზე, რომელიც სუფევდა იმ საღამოს რუსთაველის თეატრში (ვგულისხმობ მსჯავრდებულ ქალთა მონაწილეობით გამართულ სპეკტაკლს). მაგრამ ეს არ არის მათთვის მთავარი… მათ სულაც არ ანაღვლებთ თუ რა თქვა პატრიარქმა, აქ სულ სხვა გათვლაა და ამას ყველა კარგად ვხვდებით რატომ და საიდან მოდის ასეთი მოწოდება, აქ არის ზუსტად და სწორად გათვლილი მიზანი, და მიზანი არის არეულობა, მერე გამართავენ კონცერტს საპატრიარქოსთან, ხალხი რომ მოიზიდონ, შემდეგ დაპირისპირება, ბარიკადები „რკინის კონსტრუქციები“, შემდეგ სასურველია საპატრიარქოსთან ვინმე ქალი გაილახოს, კარგი იქნება თუ ბავშვთან ერთად, ტყვიის გავარდნა….და მერე რაც მოყვება ამას, ყველამ კარგად ვიცით. ცოტა ხნის წინ ეს ვერ გამოუვიდათ, და ახლა ზუსტად გათვალეს რამ შეიძლება გამოიყვანოს ქართველი კაცი წყობიდან. უნდა შეურაცხყო მისი სიწმინდე, მისი სარწმუნოება, მისი რელიგია, ეკლესია და რაც მთავარია ჩვენი პატრიარქი! საუკუნეების მანძილზე უამრავი დამპყრობელი ცდილობდა მოღალატე ქართველებთან ერთად ამოეძირკვათ ჩვენი რელიგია, გაენადგურებინათ ქართული ეკლესია, სარწმუნოება, მართლმადიდებლობა,.. საქართველოს საუკუნეების მანძილზე იპყრობდნენ და აწიოკებდნენ ისეთი ძლიერი ერები, რომლებსაც თითქმის მთელი მსოფლიო დაჩოქილი ჰყავდათ!.. და რა?..რამეს მიაღწიეს?.. გავიხსენოთ ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში 100 000 მოწამე რომელიც შეეწირა ქრისტიანობას, ისტორიული წყაროები გვამცნობენ: „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა – დიდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის“… რომელი ერთი მაგალითი?.. პოლიტიკურმა პარტიებმა და ენჯეოებმა მოიყვანა საქართველო დღემდე???… ამიტომ მოგმართავთ „აღშფოთებულებს“- არ გინდათ ეს უაზრო აქციები, არ გირჩევთ, სხვის წისქვილზე ნუ იხარჯებით.

და რაც მთავარია!- ეს არ არის არც გაზის ფულის მომატება და არც მარჯვენა საჭის აკრძალვა… თქვენთვის ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყეთ, თქვენ ქართველი კაცის, მთლიანად საქართველოს უმრავლესობის, ძალიან უმრავლესობის სიწმინდეს შეეხეთ! ამას არავინ გაპატიებთ!

ჩემს მეგობრებს მივმართავ, ვფიქრობ, რომ დღეს არ უნდა მივიდეთ კანცელარიასთან, ვნახოთ ვინ და რამდენი მივა იქ, მათი მომხრეები… ჩვენც რომ მივიდეთ მიგვათვლიან და მერე გამოაცხადებენ ათი ათასობით ხალხი შეგროვდაო… მათაც ეს უნდათ რომ მივიდეთ და იქ მოხდეს რაიმე ინცინდენტი,

მინდა მივმართო ხელისუფლებას და პარლამენტს, ჩვენ უბრალო მოქალაქეებს გვაქვს უფლება ვცდებოდეთ, გამოვთქვათ ჩვენი აზრი დაუფიქრებლად, ხაზსს ვუსვამ დაუფიქრებლად, ნებისმიერ საკითხზე, ვილაპარაკოთ ჟარგონზე და ასე შემდეგ… თქვენ ჩემო კარგებო ამის უფლება არ გაქვთ! თქვენ მეტი დიპლომატია გმართებთ! ჩვენზე მეტი გონიერება! რომ მერე თქვენს დაუფიქრებელ გამონათქვამს მსგავსი არეულობა არ მოჰყვეს… და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება… არ მინდა ვიფიქრო რომ ამას გააზრებულად აკეთებთ!“ – წერს მიშა გომიაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.