“მიშა, შენ უძლეველი ხარ, ჩემი სიზმრების მეფე…” – რას წერენ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა “კორუფციული სიბინძურისგან” გაათავისუფლოს.

ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე 1500-მდე კომენტარი აქვს. გადამდგარ გუბერნატორს ეხმაურებიან როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები:

“უკრაინელო ხალხო მხარი დავუჭიროთ მას ამ რთულ გადაწყვეტილებაში”;

“ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მაშინ, როცა ხელ-ფეხს გიკრავენ”;

“კეთილო ადამიანებო, მხარი დაუჭირეთ მიხეილს! ხელები არ უნდა ჩამოუშვათ, უნდა იბრძოლოთ!”;

“მიშა, ნუთუ აქამდე ვერ მიხვდი ვისთან გაქვს საქმე? გამაგრდი, შენ ჩვენ გვჭირდები!”;

“გადავაგდოთ პოროშენკო და მისი ბანდა და მათ ადგილას დავსვათ მართალი და სამართლიანი ადამიანი”;

“სამწუხაროდ, ჩვენთან კორუფციის დამარცხება შეუძლებელია, რადგან მას მხარს პრეზიდენტი უჭერს”;

“მიხო პრეზიდენტად! ბანდა – ციხეში”

“ყოჩაღ, მიხეილ! ძალა, გამბედაობა, წესრიგი! სწორედ ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს პრეზიდენტს”;

“მიშა, ნუ დატოვებ ოდესელებს. იბრძოლე, ხალხი შენს მხარეზეა” – წერენ უკრაინელი გულშემატკივრები ყოფილ გუბერნატორს.

უკრაინელებს არ ჩამორჩნენ სააკაშვილის ქართველი ფანებიც.

ექს-პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე

მრავლადაა მათი კომენტარებიც, სადაცნაწილი საქართველოს ექსპრეზიდენტს ქვეყანაში დაბრუნებას სთხოვს:

“ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი პრეზიდენტი! ძალიან გვიყვარხართ, და გვჭირდებით!”

” მე ვიქნები ძალიან ახლოს როცა დავჭირდები ქართველ ხალხს… – სწორედ ეს ნაბიჯია და ეს დრო …საქართველოში პატრიოტების დრო დგება… მოღალატეებო მიშა საქართველოს პრობლემებზე უფრო მოიცლის და მის ძალას, გონებას მოახმარს საზოგადოებას!!!!”
“მიშა შენ უძლეველი ხარ ჩემი სიზმრების მეფეც …ვიცი და დარწმუნებულიცა ვარ ყოველთვის გამარჯვებული იქნები..”

“თქვენ იკითხეთ ბანძო, კრიმინალო ქართველებო, თორე ამ დონის პოლიტიკოსი არსად დაიკარგება!!”

“როგორ ვერ დაგაფასეთ, მიშა… როგორ ვერ შეგაფასეთ… რა შანსი გავუშვით ხელიდან ქართველებმა”

“ეს კაცი ცეცხლს ეთამაშება, შეინახე თავი საქართველოს გამოადგები როდესმე”

“ჩამო საქართველოში, მიშა, ჩამოოოოოოოო” – წერენ სააკაშვილის ქართველი გულშემატკივრები მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

 

წყარო:ambebi.ge

Comments
Loading...