მიშელ ობამას საინტერესო და მოულოდნელი პასუხი აშშ-ს პრეზიდენტს

“ერთ საღამოს, პრეზიდენტმა ობამამ და მისმა მეუღლემ, გადაწყვიტეს ერთ-ერთ რესტორანში ესადილათ. როდესაც ისინი შევიდნენ რესტორანში, რესტორნის მფლობელი მივიდა წყვილთან და რატომღაც მიშელს დაუწყო ლაპარაკი. მოგვიანებით, ობამამ მის მეუღლეს ჰკითხა თუ რატომ დაინტერესდა უცნობი პიროვნება მისი მეუღლეთი და არა ამერიკის პრეზიდენტით. მიშელმა კი უპასუხა, რომ რესტორნის მეპატრონე, ერთ დროს უზომოდ ყოფილა შეყვარებული მიშელზე, როდესაც ისინი ერთად სწავლობდნენ კოლეჯში. ობამას გაეცინა და უთხრა: „ესე იგი, შენ რომ მას ცოლად გაჰყოლოდი, დღეს ამ რესტორნის მფლობელი იქნებოდიო“. მიშელმა პასუხი არ დააყოვნა და მიუგო: „არა, მე მას ცოლად რომ გავყოლოდი, დღეს ის პრეზიდენტი იქნებოდაო!“

Leave A Reply

Your email address will not be published.