“მითვალთვალონ, ქალაქს დავათვალიერებინებ სუს-ის თანამშრომლებს” – ალეკო ელისაშვილ

ალეკო ელისაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თვალთვალზე საუბრობს თუმცა, ელისო კილაძის განცხადების კომენტირებისას, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მის შესაძლო დაშანტაჟებას გამორიცხავს.

ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად თვალთვალისა, მისი მაკომპრომენტირებელი ფაქტები ვერ იარსებებს.

,, კისერი უტეხიათ ახლა, წავიდნენ და მართლა ვინც არიან კორუმპირებულები და საძაგლები იმათ უთვალთვალონ, მეც მითვალთვალონ თუ არ ეზარებათ, იარონ ჩემთან ერთად და ქალაქს დავათვალიერებინებ ხოლმე სუს-ის თანამშრომლებს”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კილაძის განცხადებით, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დაშანტაჟება იგეგმება. ჟურნალისტის ინფორმაციით, პროცესებში აქტიურად ჩართულნი არიან დიასპორის მინისტრისა და სუს-ის უფროსის მოადგილეები.

Comments
Loading...