მიწისძვრა ინდოეთში – არის მსხვერპლი

ინდოეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვართან დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა შენობა-ნაგებობები.

Comments
Loading...