მიწისძვრის შედეგად პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. როგორც “ბიბისი” იტყობინება, აღნიშნულ მონაცემებს პაკისტანური მედია ავრცელებს. რაც შეეხება ავღანეთს, სტიქიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია 120-ზე მეტ დაშავებულზე.
აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა ავღანეთის ჰინდუქუშის რეგიონში მოხდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ქაბულიდან 256 კილოემტრში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთშიც იგრძნობოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.