„მიუხედავად სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულებისა, პუტინის გადასაწყვეტი არაა უკრაინის ამბები”

უკრანის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში ქართველების თანამდებობებზე დანიშვნის შეფასების თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინის ტრადიციულ, მეთერთმეტე პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის ძალოვანი მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„პუტინი გვმოძღვრავს და შეფასებებს აკეთებს. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა სააკაშვილის მისამართით, პუტინის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის უკრაინის მაგივრად და ვერც რჩევებს მოგვცემს. როგორმე გავძლებთ მისი რჩევების გარეშე“, – წერს არსენ ავაკოვი.

pia.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.