„მიუხედავად ტერიტორიული კონფლიქტებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“

სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ალიანსი საქართველოს ნატო-ს შესაძლო წევრობისთვის ამზადებს.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, მსგავსი პოზიცია აქვს ნატო-ს ყველა მოკავშირეს.

„2008 წლის სამხედრო კონფლიქტი ართულებს ალიანსის წევრობის საკითხს და ეს, რა საკვირველია, ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ მიუხედავად ტერიტორიული კონფლიქტებისა, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება აუცილებელი რეფორმების გატარება, რომლებზეც მხარეები ერთობლივად მუშაობენ.

„ჩვენ ახლა ჩვენი კავშირების გაფართოებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, კონფლიქტების მოგვარებას ვიმედოვნებთ. ამ ეტაზე ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობების გაღრმავებაზე და საქართველოს ნატო-ს შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

Comments
Loading...