მიუნხენში ლტოლვილებისთვის ოთხმეტრიანი კედელი შენდება

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქ მიუნხენში ე.წ კედლის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სახოვრებელ რაიონს და ლტოლვილთა თავშესაფარს ერთმანეთისგან გამოყოფს,-ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Die Welt ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ოთხმეტრიანი ე.წ კედელი მიუნხენში, ნოიპერლაჰის რაიონში აშენდება. უახლოესი სახლები დაწესებულების შენობიდან 25 მეტრში განლაგდება და მისგან მწვანე ზოლით გამოიყოფა.

ქალაქის ადმინისტრაციამ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და ლტოლვილებს შორის შეტაკება მოხდა. ისინი ლტოლვილთა თავშესაფრის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

ადგილობრივმა პოლიტიკოსმა გიდო ბუჰოლცმა გამოცემას განუცხადა, რომ კედლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ის ბერლინის კედელზე 40 სმ-ით მაღალი იქნება. ლტოვილთა თავშესაფარში 160 ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმყოფებიან, რომლებიც გერმანიაში მშობლებისა და ნათესავების გარეშე ჩამოვიდნენ.

წყარო:ipress.ge

Comments
Loading...