მიუნხენში მიგრანტების ჯგუფი პენსიონერებს დაესხნენ თავს (ვიდეო)

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიგრანტების ჯგუფი თავს დაესხნენ პენსიონერებს, რომლებიც გოგონას ძალადობისგან დაცვას ცდილობდნენ – ამის შესახებ “The Daily Mail” წერს. ინციდენტი ქალაქის მეტროში დღის საათებში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც არაბული წარმოშობის ერთ-ერთა მამაკაცი გოგონას ეძალავებოდა. ორი პენსიონერი მას გამოექომაგა, თუმცა, მიგრანტებმა ისინი ცემეს.
ვაგონში მყოფებმა სიტუაციის დამშვიდება შეძლეს და გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ორივე მხარეს მოუსმინა და განაცხადა, რომ ვერაფერს იზამს.
მეტროს ერთ-ერთმა მგზავრმა მომხდარის შესახებ ვიდეო იუთუბში განათავსა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=17&v=mimU5MDDfJw

Comments
Loading...