“მივესალმები თუ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესი საერთაშორისო ჭრილში გადავა”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის საერთაშორისო ჭრილში გადასვლა მისასალმებელია, რადგანაც მედიის თავისუფლების შეზღუდვის ყველა ბრალდება გაქარწყლდეს.

ამის შესახებ მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

„მთლიანად იმ პროცესს მივესალმები, რაც გულისხმობს, რომ „რუსთავი 2“-ს და მის მფლობელებს, ყველა ინსტანციაზე საკუთარი პოზიციების დაცვა ისევე მოეხდინათ, როგორც ქიბარ ხალვაშს საკუთარი პოზიციების წარმოჩენის საშუალება ყველა ინსტანციაზე ჰქონდა. კიდევ უფრო მივესალმები, თუ ეს პროცესი საერთაშორისო ჭრილში გადავა, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოებაში ყველა ის ბრალდება გაქარწყლდეს, რაც ვითომდა მედიის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% მის კუთვნილ შპს „პანორამას” მიაკუთვნა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებით შეაჩერა.

Comments
Loading...