მკვლელი ძიძის თქმით 4 წლის გოგონას მკვლელობა “ალაჰმა უბრძანა” (ფოტოკოლაჟი)

მოსკოვში, 4 წლის აღსაზრდელის მკვლელობაში ბრალდებულმა 38 წლის ძიძამ, უზბეკეთის მოქალაქე გიულჩეხრა ბობოკულოვამ დანაშაული აღიარა და განაცხადა , რომ მკვლელობა „ალაჰმა უბრძანა.“

ამის შესახებ ბობოკულოვამ დღეს სასამართლოში განაცხადა, სადაც მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი თქმით, დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც არანაირი პრეტენზია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში, მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს. ბინაში შესულებს 4 წლის გოგონა, თავმოჭრილი და დამწვარი დახვდათ. მოგვიანებით, მეტროსთან «Октябрьское поле» ბავშვის ძიძა დააკავეს, რომელსაც ხელში ბავშვის მოჭრილი თავი ეჭირა, “ალაჰ აკბარ”-ს იძახდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ექიმების შეცდომის გამო, ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნებოდა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ჰქონდა, რის გამოც სიარული არ შეეძლო. ოჯახი ბევრს მუშაობდა, რომ გოგონას მკურნალობის ხარჯები დაეფარა. გავრცელებული ცნობით, სამკურნალოდ გოგონას გერმანიაში წასაყვანად, მშობლები ფულსაც აგროვებდნენ.

1

3

4

c402bfce0df53c82837fe1ea29af2b48

Comments
Loading...