“მკვლელობა პატივისთვის” პაკისტანში: ბრიტანელი გოგონას მკვლელობისთვის მისი ბიძა დააკავეს

ბრიტანელი გოგონა სამი შახიდი, სავარაუდოდო “პატივისთვის მკვლელობის” მსხვერპლი გახდა, – ამ საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს გოგონას ბიძა, რომელიც სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ცნობილია, გოგონას ბიძა ხაკ ნავაზი დააკავეს მას შემდეგ, რაც სცადა დაემტკიცებინა, რომ სამია ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

28 წლის ბრიტანელი გოგონა, გარდაიცვალა ივლისში მაშინ, როდესაც ნათესავების მოსანახულებლად პაკისტანში იმყოფებოდა.

ნათესავები ამტკიცებდნენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ სამიას ქმრის განცხადებით, ის “პატივისთვის მკვლელობის” მსხვერპლი გახდა, რადგან ოჯახმა მხარი არ დაუჭირა მის მეორე ქორწინებას.

ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გოგონა დაახრჩვეს.

Comments
Loading...