მლოცველმა მეჩეთში თავი აიფეთქა, გარდაცვლილია 52 ადამიანი

პაკისტანის სუფისტურ მეჩეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, დაშავებულია 100-ზე მეტი პირი.

თავდასხმა ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერირისტმა მლოცველებით სავსე მეჩეთში აიფეთქა თავი. მომხდარი დაგმო ქვეყნის პრემიერმინისტრმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო.

Comments
Loading...