“მოახდინეთ სასწაფოდ რეაგირება. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!!!”

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე გორში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

“გორში მოხდა საზარელი ფაქტი. უმოწყალოდ ცემეს ძაღლი, შემდეგ კი ტომარაში გაახვიეს და ნაგვის ურნაში გადააგდეს. ძაღლის ტირილი მთელ ქუჩას მოედო, ადგილზე მისულ ადამინებს ძაღლი სასტიკად ნაცემი დახვდათ. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მივმართავ შინაგან საქმეთა მაინისტროს, მსგავსი ფაქტი 259 მუხლით ისჯება, რომელიც ითალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთით. მოახდინეთ სასწაფოდ რეაგირება. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!!!!! სპეციალურად არ ვდებ ფოტოებს რადგან ძალიან მძიმე სანახავია!!!” – წერს მსახიობი.
Comments
Loading...