მოდილიანის ნახატი „მწოლიარე შიშველი ქალი“ 170 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

იტალიელიმხატვრის ამადეო მოდილიანის ნახატი „მწოლიარე შიშველი ქალი” ნიუ-იორკის „კრისტის” აუქციონზე რეკორდულ ფასად, 170 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 1917-18 წლებში შექმნილი ნამუშევარი მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული შედევრი აღმოჩნდა.

„მწოლიარე შიშველი ქალის” მფლობელი ჩინეთის მოქალაქე გახდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

მოდილიანის ნახატი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სამეულში მოხვდა.

პირველი ადგილი პაბლო პიკასოს „ალჟირელ ქალებს” უკავია, რომელიც 179 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.