მოდით, ამერიკა ვაქციოთ ქვეყნად, რომელიც კიბოს დაამარცხებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისადმი საკუთარ ბოლო მიმართვაში აღნიშნა, რომ ყველამ უნდა ისწრაფოს უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად. მისი თქმით, შემდეგი მიზანი კიბოს დამარცხებაა.

„საყვარელი ადამიანებისათვის, რომლებიც დავკარგეთ; ოჯახებისთვის, რომელთა გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება, მოდით, ამერიკა ვაქციოთ ქვეყნად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, კიბოს დაამარცხებს“
– განაცხადა ობამამ.

აღნიშნულ მისიას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.

ბაიდენის ვაჟი სიმსივნით გასული წლის მაისში გარდაიცვალა.

Leave A Reply

Your email address will not be published.