“მოკლეს, დაანაწევრეს და ჩანთებით ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს”-კანიბალიზმი და შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)

 

თბილისში მომხდარი რიტუალური მკვლელობის შესახებ გაკეთებული “იმედი დროს” მიერ მომზადებულ სიუჟეტში შემზარავი მკვლელობის დეტალებია აღწერილი.

პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი 76 ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი შეჭამა.

ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით  ორი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებულის მამიდაშვილია, რომლის ადვოკატიც მის ბრალეულობას გამორიცხავს.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის-23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მეგობრის დახმარებით დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკი გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს.

გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

რიტუალურის გარდა, გამოძიებამ მკვლელობის მოტივად დედა-შვილს შორის არსებული უთანხმოებაც დაასახელა.

მეზობლები აღნიშნავენ, რომ მოხუცს ოპერაცია ჰქონდა ახალი გაკეთებული და ეზოში ვერ ჩადიოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

ხუთივე დაკავებულის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლო სხდომა დახურული იყო, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობა „რიტუალური მკვლელობა” იყო.

Comments
Loading...