მოლაპარაკებები გაზპრომთან – შეხვედრა ხვალ ავსტრიაში გაიმართება

მოლაპარაკებები გაზპრომთან გრძელდება. მომდევნო შეხვედრა ხვალ გაიმართება.

განცხადება ამის შესახებ მინისტრმა კალაძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კალაძის განცხადებით შეხვედრა ავსტრიაში გაიმართება.

“ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ,” – განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც ავსტრიაში დღეს გაემგზავრება.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკებების პროცესს ხვალ გაზპრომის ხელმძღვანელი არ დაესწრება და შეხვედრა ბურმისტროვასთან გაიმართება.

Leave A Reply

Your email address will not be published.