„მომავალ კვირას შეტევა დაიწყება ნიკა გვარამიაზე და მათზე, ვინც შეეცდება რუსთავი 2-ის დაცვას“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე კომენტარს აკეთებს ქრონიკა +-ის რედაქტორი, ელისო კილაძე. „კურიერის“ პირდაპირ ეთერში კილაძემ განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან განსაკუთრებული ზეწოლები დაიწყება ნიკა გვარამიაზე და იმ ადამიანებზე რომლებიც რუსთავი 2-ის დაცვას შეეცდებიან:

„პავლე კუბლაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ახალი ფავორიტი. ის არ არის მხოლოდ ამ საქმეში მომლაპარაკებელი, სხვა საქმეებშიც ის აქტიურად მონაწილეობს. 25 იანვარი იყო ბოლო ვადა, საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ვადამ ოფიციალურად გადაიწია, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ამოცანა, რომ 15 თებერვლამდე მოხდეს რუსთავი 2-ის საქმის დასრულება, მოხდეს დასრულება როგორც კერძო დავის, რომ რუსთავი 2 უნდა გადაეცეს და დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშს, ხოლო თვის ბოლოს ქიბარ ხალვაში ამ ტელევიზაის გაყიდის და მიყიდის იმ ადამიანს, რომელიც იქნება დაახლოებული ხელისუფლებასთან.

სუსი სმს-ების მეშვეობით არ ახორციელებს ზეწოლას, სუსი ახორციელებს ზეწოლას კონკრეტული პირების მეშვეობით, მათ შორის გახლავთ სუსის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი, რომელიც არის გოგაშვილის დავალებების შემსრულებელი ასევე მოსამართლეთა საქმეებში. რაც შეეხება წერილს, ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი სიტუაციაა, რომ მოსამართლეებმა წერილი მიიღეს ტავიანთი საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ორი წლის წინ მეც მივიღე ანალოგიური წერილი, ეს არის იოსებ გოგაშვილი ნოუჰაუ. ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ მოხდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსამართლეებზე, ამჯერად უკვე სუს-ის მედიასაშუალებების მეშვეობით. მომდევნო კვირა იქნება ძალიან რთული, ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, სუს-ის სააგენტოებში უკვე არსებობს გარკვეული გეგმა, სუს-ის სააგენტოებისა და მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდება ძალიან დეზინფორმაცია, ბევრი არასწორი ფაქტი, მათ შორის მეც ვარ სიაში და ამიტომაც მაქვს ეს ინფორმაცია. განსაკუთრებული შეტევა დაიწყება არა მხოლოდ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე, არამედ ყველა იმ ადამიანეზე, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. აუდიო ჩანაწერები მათ არ აქვთ, ეს იქნება სტენოგრამების გავრცელება, მიმოწერების გავრცელბა, რამდენად ავთენტური იქნება ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათი მიზანია საზოგადოებას მიაწოდონ დეზინფორმაცია ყველა იმ ადამიანზე რომელიც ეცდება რუსთავი 2-ის დაცვას“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

 

 

newposts.ge

Comments
Loading...