“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არ აინტერესებს რა ვითარებაა ქვეყანაში. მისი თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
“სტანდარტული ვითარებაა დღევანდელ სხდომაზეც. გამოდის იაპონიის, მინიმუმ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი და გვეუბნება, რომ გადავედით ციფრულ ეკონომიკაზე, აყვავდა ცხოვრება, რეფორმები წარმატაებულია. ეტყობა ფანჯარას არ აღებენ, გარეთ რომ გაიხედონ და შეხედონ რა ვითარებაა, რა დონეა სიღატაკის. ჩვენ ვერ მოვისმინეთ როგორ უდნა გადაწყდეს სიღარიბის და დასაქმებს პრობლემა ამ ქვეყანაში. ამაზე არავინ ლაპარაკობს. აბრახუნებენ ციფრებს. საუბარია რაღაც ოპტიმისტურ პროცენტებზე და ამასობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ადამიანი ახალი წლის წინა დღეებში დარჩება უსახლკაროდ, იმიტომ, რომ ეს ადამიანები ბანკების მძევლები არიან. ამიტომ ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს და არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ გაუგებარ ციფრებზე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
Comments