მომღერალი სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სუს-ის სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დაკითხვაზე დაიბარა.

ნიჟარაძე ე.წ მოდულის შენობაში, დაკიტხვაზე ხვალ, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ნიჟარაძეს უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხავენ.

დღეს კიდევ ორი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძეს და ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ესაუბრება.

გვარამიამ დრეს გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობა არ დაადასტურა.

Comments
Loading...