მორიგი სამყაროსთვის საფრთხის შემცველი ქმედება ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვების ახალი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ რაკეტის გამოცდის პროცესს პირადად აკვირდება ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

რაკეტის გაშვება, სავარაუდოდ, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა. რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურმა ფხენიანმა ქვეყნის ისტორიაში პირველი წყალბადის ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში მასშტაბური აღლუმი მოეწყო. ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლების გადაწყვეტილება ცეკვით აღნიშნა. ფხენიანში მასშტაბური ფოოერვერკიც მოაწყვეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.