მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მონაწილეობით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ,საერთაშორისო ორგანიზაცია “კამპუს ლაიონს კლუბ თბილისითან” თანამშრომლობით, მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა,რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადასაადგილებელი ეტლით უზრუნველყოფას გულისხმობს.

თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაცია “კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი” , რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს და აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, საბავშვო გადასაადგილებელი ეტლით,3 ბენეფიციარი დააკმაყოფილა.
554165_695894767106122_1214857448_n
ამჯერად აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ბენეფიციარს, 11 წლის ლუკას მისთვის ადაპტირებული გადაასადგილებელი ეტლი გადაეცა.ლუკას ოჯახი სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო საცხოვრებელი ფართით , ასევე მოხდა გადაადგილების პრობლემის შემსუბუქება.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე, „”კამპუს ლაიონს კლუბი თბილისის”“ პრეზიდენტი, რატი ქირია და ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი დაესწრნენ.

IMG_5793
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Campus Lions Club Tbilisi

Comments
Loading...