მოროშკინა – ციხეში პრაქტიკულად ყველა ქალი საშვილოსნოს გარეშე დარჩა

„როდესაც მინისტრის მრჩეველი ვიყავი (რაც წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა), 2012 წლის ნოემბრიდან დაწყებული ჩემი ხელით, ჩემივე შევსებული ოქმებით 1000-ზე მეტი საქმე მაქვს გადაგზავნილი პროკურატურაში, რაც ციხეებში ხდებოდა. აღვნიშნავ, რომ ვეხები მხოლოდ იმ თემებს, რაზეც პირადად მაქვს პასუხისმგებლობა. მაგალითად, ეს იყო არასრულწლოვანთა წერილები და ჩივილი, გვარებიც კი მახსოვს დღეს იმ ბავშვების, რომლებმაც ოქმები ჩემი თხოვნით დაწერეს. მათ არ სურდათ ამ თემაზე საუბარი, ძალიან უჭირდათ, ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფნი და სასტიკად ნაცემები იყვნენ, სახეზე არაფერი ეტყობოდათ, თუმცა, მაისურის ქვეშ სულ დალურჯებული სხეული ჰქონდათ, არცერთი ეს საქმე არ გამოძიეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს საქმე ეხებოდა არასრულწლოვნებს, 1000-ზე მეტ პატიმარს, რომლებიც ღირსებაშელახული იყვნენ.

ასევე გამოუძიებულია ისეთი გახმაურებული საქმე, როგორიც ციხეში აფრასიძეების მკვლელობის მცდელობა იყო და მე პირადად ვიყავი უშუალო კონტაქტში ძმებთან. მაინტერესებს, რატომ არ დაიწყეს გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება? – რომელიც ძმები აფრასიძეების საქმეში პირდაპირ დომინირებს, როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი. დოკუმენტების ნაწილი სახლში მაქვს წამოღებული, რადგან ჟურნალისტიც ვარ და ჟურნალისტური ალღო მაქვს. მაგალითად, ციხის საკნის კადრები რომ არ გადამეღო, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ დავუმტკიცებდით, რომ დილეგში ჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც პატივსა და ღირსებას ულახავდენენ. ეს 1000-ზე მეტი დოკუმენტი, ნაწილი სახლში შევინახე, გადაგზავნილი მაქვს ასლები, სადაც საშინელ და სასტიკ დანაშაულებზეა საუბარი.

აუცილებლად გამოსაძიებელია, რა ხდებოდა ქალთა ციხეში? – თქვენ იცით, რომ პრაქტიკულად ყველა ქალი საშვილოსნოს გარეშე დარჩა. ვინ აგებს პასუხს ამ გენოციდზე, რომელიც ქართველ ქალებსა და მამაკაცებს მოუწყვეს? აღარ ვლაპარაკობ, რა მოხდა ქვეყნის მასშტაბით… პირადად მე ნებისმიერ ადამიანს დოკუმენტურად დავუმტკიცებ, რა მოხდა…

არ ვამბობ, რომ თუ სადმე გადაცდომაა, დარღევევა, თვალი უნდა დავხუჭოთ, არა – მე მათსავით ტენდენციური არ ვიქნები. რაზეც „ნაციონალები” ამბობენ, რომ დარღვევაა, სასამართლოში გაირკვევა. მაგრამ აი, უკვე სამი წელია, ეს საქმეები გადაგზავნილი მაქვს და პასუხს ველი, შესაბამისად, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნაციონალები რიგში ჩადგნენ და რიგი კი ძალიან გრძელია”, – აცხადებს მოროშკინა.

Comments
Loading...