მოსახლეობამ არჩევნებზე უარი უნდა უთხრას უუნარო ხელისუფლებას – დავით ბაქრაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ადგილობრივებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობის თქმით, წლებია სოფლისთვის უწყლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“მთავრობა არაფერს ყურადღებას არ გვაქცევს, ქართული ოცნებისათვის სად არ დავდექით, ბიძინა რომ დადიოდა თელავში, კაკაბეთში, თბილისში ერთი შეხვედრა არ გამომიტოვებია მაგრამ არავინ აღარ დამიანხია, თინა ხიდაშელი, რომ მოდიოდა გვთხოვდა ოღონდ ხმა მომეცით და ამას გავაკეთებ იმას გავალკეთებო”, – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ეთერ როსტიაშილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობამ ამ არჩევნებზე უარი უნდა უთხრას უუნარო ხელისუფლებას.

“სამი წლის განმავლობაში მხოლოდ საგარეჯოს გამგეობაში გაცემული არის 800 000 ლარის პრემია, იმ პირობებში როდესაც მოსახლეობას აწუხებს ელემენტარული პრობლემები, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ მოსახლეობამ თითოეულმა ჩვენგანმა ამ არჩევნებზე უარი უთხრას უუნარო ხელისუფლებას”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

Comments
Loading...