მოსახლეობის 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პარტიების მხარდაჭერის შესახებ კვლევებს აქვეყნებს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას – NDI-ის კვლევების მიხედვით ამ კითხვაზე 60 პროცენტს უარყოფითი პასუხი აქვს. 35 პროცენტი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

მათგან, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 30 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 25 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას, 12 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს.

ყველა გამოკითხულმა უპასუხა კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. მათგან 18 პტოცენტი ქართულ ოცნებას ასახელებს, 14 პროცენტი – ნაციონალურ მოძრაობას, გამოკითხულთა 9 პროცენტი კი თავისუფალ დემოკრატებს. 30 პროცენტი კი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს. წინა კვლევებთან შედარებით ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია 14-დან 18-მდე.

Leave A Reply

Your email address will not be published.