მოსალოდნელი ყინვების გამო წყლის კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ

დაბალი ტემპერატურის გამო წყლის მილების მოყინვის თავიდან ასაცილებლად საგანგებო ზომების მიღებას სთხოვენ აბონენტებს წყლის კომპანიები. ერთობლივი განცხადება GWP-მ, რუსთავის წყალმა და მცხეთის წყალმა გაავრცელეს.

კომპანიები გამრიცხველიანებულ აბონენტებს 1-დან 5 იანვრის ჩათვლით გარეთ განლაგებული მილებისა და აღრიცხვის კვანძების შეფუთვისა და ონკანის მოშვებული წყლის მცირე ჭავლით დატოვების რეკომენდაციას აძლევენ.

აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ თარიღებში მოხდება დარიცხული საფასურის კორექტირება. განცხადების თანახმად, რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.