მოსამართლე არის დონაძის და მიქაძის მხარეს” – რობაქიძე მოსამართლის აცილებას ითხოვს

გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამა მოსამართლე დავით მგელიაშვილს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს. ამის შესახებ სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.რობაქიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე საქმის განხილვას შეგნებულად აჭიანურებს. გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ მოსამართლე მგელიაშვილი საქმეში ბრალდებულების -დონაძისა და მიქაძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას აპირებს.

“მინდა, რომ უნდობლობა გამოვუცხადო საერთოდ მოსამართლეს.მე ყველეფარეს ვაკეთებ იმისათვის, რომ აცილება გავუკეთო. აჭიანურებს სასამართლოს.ვადანაშაულებ იმაში, რომ მთლიანად იმ მხარეს არის- დონაძის და მიქაძის მხარეს. იმათ ასაუბრებს 2 საათი და ამ ხალხს არ ასაუბრებს 15-20 წთ. პროკურორებს არ აძლევს იმის უფლებას, რისი უფლებაც მათ კანონიერად აქვთ. მე პირადად ორჯერ გამომიშვა დარბაზიდან, რასაც ალბათ გავსაჩივრებ. რის გამო არ ვიცი. ის მხარე ჩვენ გვეუბნება ბანდიტები ხართო და იმათ არ უშვებს და მე თუ სიმართლე ვთქვი, ჩვენ ეგრევე გვიშვებს და გვაჯარიმებს” განაცხადა სოსო რობაქიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.