მოსამართლე ლევან მურუსიძესთან მმართველ გუნდში შეკითხვები აქვთ

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი პოლიტიზირებულია. მათი განმარტებით, ხელისუფლებას სჭირდება ყველა ინსტანციაში ისეთი მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც ყველა მათ დაკვეთას შეასრულებს.

„ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან დანიშნონ ის ადამიანები, ვინც ლოიალურად იქნება განწყობილი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ქვეყნის ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა,” – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო – საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მმართველ გუნდშიც აქვთ კითხვები ლევან მურუსიძესთან და მიაჩნიათ, რომ მან კიდევ უფრო მეტი განმარტება უნდა გააკეთოს საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

“ლევან მურუსიძემ კეთილი უნდა ინებოს და ან განუმარტოს საზოგადოებას ან გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავადაც არ დასვას საკითხი უვადოდ მისი განწესების თაობაზე,” – აღნიშნავს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი მოქმედი მდივნისათვის მოსამართლეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

Leave A Reply

Your email address will not be published.