მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დაყმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრების უფლება მისცემოდა .
” ნიკა გვარამია ვერ შემოვა სასამართლოში და ის იქნება პროცესის ბოლომდე გაძევებული”-განაცხადა თამაზ ურთმელიძემ. მოსამართლეს მიაჩნია რომ გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლო პროცესს.
“იმისათვის, რომ სასამართლო პროცესი იყოს დაცული, გვარამიას დასწრება პროცესზე აუცილებელი არ არის” .-განაცხადა მან.