“მოშიმშილეებს პოლიეთილენის გამოყენებით დამზადებული მომცრო თავშესაფარი ააღებინეს”

„ობიექტივის” ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მოშიმშილეებს პოლიეთილენის გამოყენებით დამზადებული მომცრო თავშესაფარი პოლიციამ ააღებინა.

„კანცელარიასთან მოშიმშილეებს ააღებინეს ე.წ. ბრეზენტი, რომელიც მათ წვიმისგან იცავდა. მიზეზი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებაა და როგორც ჩანს, მთელი თვე გადათხრილი წერეთელი, ავტობუსისხელა ორმოები, შეჩერებული მშენებლობები და ათასი ნარმანული წარმონაქმნი უხდება დედაქალაქს და ამშვენებს.

გორშიც და ქობულეთშიც ასეთივე მიდგომაა.

თბილისის მერი არ არის წინააღმდეგი, მთავრობის კანცელარიასთან მოშიმშილეებმა კარავი გაშალონ ან წვიმისგან თუ ქარისგან დამცავი მინი-კონსტრუქცია დაამონტაჟონ; მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა მოშიმშილეებს პოლიეთილენის გამოყენებით დამზადებული მომცრო თავშესაფარი ააღებინეს. შიმშილობის აქცია ღია ცის ქვეშ გრძელდება…

მოშიმშილეთა ორმაგი წამება გრძელდება. აქცია ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს”, – წერს ჩაჩიბაია.

Leave A Reply

Your email address will not be published.