მოსკოვი ადასტურებს რომ თურქეთის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსული ბომბდამშენია

თვითმფრინავი, რომელიც ცოტა ხნის წინ, თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოვარდა რუსული ბომბდამშენი სუ-24-ია. ამის შესახებ რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი სირიის თავზე დაფრინავდა და არა თურქეთის. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.
„ასევე ირკვევა თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სუ-24 სირიის თავზე დაფრინავდა და ეს კონტროლის სპეციალური საშუალებების მიერ დაფიქსირებულია“ – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, თვითმფრინავი ჩამოვარდა სავარაუდოდ, ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის საზღვართან თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთის ოფიციალური სამხედრო წარმომადგენლის თქმით, მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს პილოტი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღევასთან დაკავშირებით, თუმცა მფრინავებმა არ გაითვალისწინეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.