მოსკოვი ჰააგის სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს

რუსეთში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასჯას მოითხოვენ.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამ თემაზე განცხადება რუსეთის სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა გააკეთა.

პუშკოვის თქმით, თუ სასამართლო საქმის წარმოებისას მიზეზების დადგენის გზას აირჩევს, აუცილებლად მივა დასკვნამდე, რომ 2008 წელს დანაშაული სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი.

“ტრიბუნალის შედეგი მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში ბრალდების წაყენება უნდა გახდეს,”- განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

Comments
Loading...