„მოსკოვის ექს-მერი,ლუჟკოვი, საქართველოსთვის არასასურველი სტუმარია“

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მოსკოვის ექს-მერის, იური ლუჟკოვის, საქართველოში ვიზიტს და  მის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:

„მოსკოვის ექს-მერის, იური ლუჟკოვის განცხადება არის სამარცხვინო, განმსჭვალულია ქართველთა მიმართ შოვინიზმით, არის უკიდურესად ქსენოფობიური და არც თუ ირიბად ახალისებს-თვითმარქვია სეპარატისტებს.
ჩვენი ქვეყანა, ტრადიციულად სტუმართ-მოყვარეა, თუმცა ვფიქრობ ლუჟკოვი, საქართველოსთვის-არა სასურველი სტუმარია,“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ოთარ ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სტუმრად მყოფმა იური ლუჟკოვმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში თავს უკეთ იგრძნობს.

Comments
Loading...