მოსკოვის მეტროსთან, ქალმა, ბავშვის თავით ხელში იყვირა: „ალაჰ აქბარ!“

მოსკოვის პოლიციამ მეტროს სადგურ „ოქტიაბრსკოე პოლეს” ალყა შემოარტყა. აქ, ქალი ბავშვის თავით ხელში ყვიროდა „ალაჰ აქბარ!” ეს ორშაბათს, 29 თებერვალს, მოხდა. ქალი შავებშია ჩაცმული. პოლიციამ ბირიუზოვის ქუჩაზე გასასვლელი გადაკეტა, ადგილზე მუშაობენ ექიმები და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები.

„ოქტიაბრსკოე პოლეს” რაიონში დაკავებულია ქალი, რომელსაც ბავშვის მკვლელობაში ედება ბრალი, – შეატყობინა სააგენტო „მოსკოვს” საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა იულია ივანოვამ.

ბავშვის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვეს ერთ-ერთ ბინაში ხანძრის ჩაქრობისას. მკვლელობაში და ხანძრის გაჩენაში ბრალდებული ძიძა ერთ-ერთი შუააზიური ქვეყნის მოქალაქეა.

წყარო: reportiori.ge

Comments
Loading...